ინტერეს ჯგუფი: ემიგრანტების ინტერეს ჯგუფი
ინიციატივის სათაური: მემორანდუმი (ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი დაძლევა)
საკონტაქტო პირი და ელფოსტა: რევაზ ბეროზაშვილი, revaz.berozashvili@iberioni.com
ინიციატორების სახელი და გვარი: რევაზ ბეროზაშვილი, ნინო თოიძე, ანა ხელაია-ბეკ
სტატუსი: ინიცირებული
გამოწვევა / პრობლემა
2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბებით, რუსმა ოლიგარქმა-ბიძინა ივანიშვილმა უკანონოდ მიიტაცა ხელისუფლების ყველა შტო. არჩევნები არ იყო არც სამართლიანი, და არც თავისუფალი (რაც აისახა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებში).
დაირღვა ფარულობა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა; ასეთი უბნების რაოდენობა სრული საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი იყო, რაც საქართველოს კანონმდებლობით არჩევნების ბათილობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ამავდროულად დაირღვა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორობა და საყოველთაობა, რადგან დამატებითი საარჩევნო უბნები ცესკომ არ გახსნა, საარჩევნო კანონის 23 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის სრული დარღვევით.
მიუხედავად ემიგრაციის მიერ წამოწყებული სასამართლო დავისა, როგორც ფარულობის ასევე საყოველთაობის და თანასწორობის ნაწილშიც, სასამართლომ (ასევე კანონის დარღვევით) არ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა და ამით თავისუფალი სასამართლოს უფლებაც წაგვართვა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კანონდარღვევით მოახდინეს შეკრება და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, თუმცა ამ მომენტში საქართველოს პრეზედენტის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ, ჯერ კიდევ განხილვაში იყო.
შესაბამისად, დღეს არსებული პარლამენტი, ე.წ. არჩეული ახალი პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და მის მიერ მიღებული ყველა კანონი თუ გადაწყევტილება არის არაკანონიერი და სრულიად არალეგიტიმური.
სამი თვეზე მეტია, როგორც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ხელისუფლების მიტაცებას და 78-ე მუხლის დარღვევას.
გვყავს სრულიად უსამართლოდ დაპატიმრებული რეჟიმის ტყვეები!
უამრავი დაზარალებული და დაშავებული რეჟიმის მსხვერპლი, თუმცა რეჟიმი უკან არ იხევს არცერთი ნაბიჯით... ხალხი ურყევად, გადაწყვეტით და დაჟინებით ითხოვს რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს;
ამ ყველაფრიდან გამომდინარე გვწამს, რომ ყველას ვალდებულებაა ვეძებოთ ამ კრიზისის გადაჭრის ხერხები და გვჯერა, რომ მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური სპექტრი ერთად უნდა შევთანხმდეთ ამ, კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის, მდგომარეობიდან მშვიდობიანად გამოსვლის გზაზე.
ავღნიშნავთ, რომ ემიგრანტთა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან არაერთგზის შეხვედრისას, ხშირად გვესმის, რომ საქართველოდან ელოდებიან ამგვარ, შეთანხმებულ წინადადებას და გვიდასტურებენ სრულ მზადყოფნასა და თანადგომას ასეთი ინიციატივის შემთხვევაში.
ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, ემიგრანტებმა ავიღეთ ინიციატივა და შევქმენით გზამკვლევი ანუ მემორანდუმი, რომელიც გავაცანით პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს, საპროტესტო აქციებზე წარმოდგენილ აქტივისტებსა თუ ახალგაზრების ჯგუფებს და ერთ კვირიანი კამპანია ჩავატარეთ რუსთაველზე, რათა გაგვეცნო ეს ინიციატივა საპროტესტო აქციაზე მდგომი ხალხისთვის, ასევე გავაცანით ჩვენი ინიციატივა რეგიონებში აქტიურ ადამიანებს.
ვინაიდან, ეს ინიციატივა მოსაწონი აღმოჩნდა ყველა ზემოთ ხსენებული ჯგუფისთვის, გვსურს დავაინიციროთ მემორანდუმის პროექტი ანსამბლეის ფარგლებშიც, რათა უფრო მეტი აქტიური მოქალაქეს, ჯგუფს თუ პროფესიონალს გავაცნოთ და მოვიზიდოთ ამ საკითხზე სამუშაოდ.
მიზანი
საქართველოში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსვლის გზა.
შედეგი
1. კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარება
2. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ახალი ლეგიტიმური ხელისუფლება
3. საქართველოს ევროპული და ევრო-ატლამტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება
ვადები
1. კონცეფციის დოკუმენტის წარდგენა - 7 დღე
2. შუალედური შედეგის განხილვა - 20 დღე
3. საბოლოო შედეგის განხილვა - 60 დღე
მასალები
მემორანდუმის ტექსტი: https://drive.google.com/file/d/1W43R-PFDsTaJ3JBkpo1r2J41fnsIIjwt/view?usp=sharing
სლაიდები: https://drive.google.com/file/d/1PtZ-rMdIPPPggwAwSrFEP771jEUu8Kkh/view?usp=sharing