პრეისტორია

საქართველოს ეროვნული ყრილობა 

საზოგადოებრივი ასამბლეა

ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია შესული, არსებული პოლიტიკური სისტემა ვერ ახერხებს ამ კრიზისის დაძლევას. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებიების განსხვავებული ჯგუფების კონსოლიდაცია და გამოსავლის გზებზე კონსენსუსის ძიება - იმგვარი საზოგადოებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც განსხვავებულ ინტერეს-ჯგუფებს, პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, ჩართავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პროაქტიულ სუბიექტად აქცევს და გადაუნაწილებს პასუხისმგებლობას, რათა სამართლიანი არჩევნების გზით ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს და ევროინტეგრაციის გზას.

პირველი რესპუბლიკის გამოცდილება

ამის ისტორიული მაგალითია 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობა. იმ რთულ პერიოდში, ჩვენმა წინაპრებმა, მიუხედავად მკვეთრი პოლიტიკური ურთიერთდაპირისპირებისა, გამონახეს საერთო ენა და ქვეყნისთვის ქაოსის ასარიდებლად, მოიწვიეს საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომელიც შედგებოდა საქართველოს სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.

1917 წლის 19-24 ნოემბერს მიმდინარე ეროვნული ყრილობის მანდატი არ იყო ხელისუფლების ჩანაცვლება, არამედ ლეგიტიმურობის კრიზისის პერიოდში, საზოგადოებრივი კონსენსუსის ძიება, “შექმნა იმ საფუძვლისა, რომელზედაც აგებული იქნება ჩვენი ხალხის თავისუფალ კულტურული განვითრების შენობა”. ამ მიზნით, “როგორც ნაციონალური, ასე ინტერნაციონალური ძალების გაერთიანება” და შესაბამისი მექანიზმის ფორმირება.

შედეგად ყრილობის მიერ არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩაატარა საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. სწორედ ამ ეროვნული ყრილობის შედეგია ჩვენი რესპუბლიკა.

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა და ახალი ეროვნული ყრილობა

ეროვნული ყრილობის მიზანი უნდა იყოს საზოგადოების ძალაუფლების ცენტრის - საზოგადოებრივი ასამბლეის - შექმნა; არსებულ კრიზისულ სიტუაციაში, საზოგადოებრივი კონსენსუსის პოვნა და მის საფუძველზე იმგვარი მექანიზმების ფორმირება, რომელიც: