საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიზნით საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის გარემოს დაცვის ჯგუფის წევრები მუშაობენ
(1) პრობლემური გარემოსდაცვითი საკითხების აქტუალიზაციაზე;
(2) ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხების პრიორიტეტიზაციაზე;
(3) ევროპული კანონმდებლობის, სტანდარტებისა და მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერაზე;
(4) გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებაზე;
(5) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გამყარებული უფლების - ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვასა და რეალიზებაზე.
ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს ასამბლეის მიზნებს და სურს ჯგუფის საქმიანობაში წვლილის შეტანა. გასაწევრიანებლად გთხოვთ შეავსოთ ფორმა: https://www.geoasamblea.org/join/join-interest-groups
1 ოქტომბერი, 2025 წელი
ღია სივრცე ფორმულაზე. 20.09.25 ნაწილი 1 - უყურეთ YouTube-ze
ღია სივრცე ფორმულაზე. 20.09.25 ნაწილი 2 - უყურეთ YouTube-ze
2025 წლის 22 ივლისი
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მათგან განპირობებული დემოკრატიული უკუსვლა მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოსდაცვითი დემოკრატიის მდგომარეობაზე.