მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეა იწყებს ინიციატივას, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს სანდო და ხელმისაწვდომ ინფორმაციას მიაწვდის – ადგილობრივ გაზეთ „საზოგადოება მცხეთა“.
ეს არის ყოველთვიური გაზეთი, რომელსაც სრულად უსასყიდლოდ ამზადებენ ჟურნალისტები და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები. გაზეთი განკუთვნილია იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის, ვისაც არ აქვს ინტერნეტზე წვდომა ან ნაკლებად იყენებს მას – ამიტომ ადგილობრივ ამბებზე, მოქალაქეთა პრობლემებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაწოდებლად დაბეჭდილი გაზეთი მათთვის და საერთო საქვეყნო საქმისთვის მნიშვნელოვანია.
რას ვგეგმავთ?
2000 ცალი გაზეთის დაბეჭდვა
დარიგება სოფლებში, ბაზრებში, საჯარო სივრცეებში;
პირველი ნომრის პრეზენტაცია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე;
რაში გვჭირდება თქვენი დახმარება?
მასალის მოძიებაზე, რედაქტირებასა და გაზეთის აწყობაზე ადამიანები მოხალისეობრივად მუშაობენ – ერთი ნომრის დასაბეჭდად ფინანსური რესურსები მხოლოდ სტამბისთვის საჭიროა 1500 ლარი.
პირველ ნომერში მკითხველი გაეცნობა:
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიახლეებს;
წერილებს ადგილობრივ პრობლემებზე;
მოძრაობების დეტალებს;
გამოცხადებულ კონკურსს;
ინტერვიუებს, საავტორო სვეტებს და სტატიებს;
გაზეთი მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის რეგიონის ინტერესთა ჯგუფის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეის წევრებისა და აქტიური მოქალაქეების მიერ.
ჩარიცხვის რეკვიზიტი:
თიბისი ბანკი
GE45TB7540045064300069
მიმღები:
გვანცა კაკაურიძე
დანიშნულება:
გაზეთი
შემომწირველებს საჯაროდ ვუხდით მადლობას. თუ გსურთ ანონიმურად დარჩენა, დანიშნულებაში, გაზეთის გვერდით მიაწერეთ "ანონიმური".
PayPal:
gvantsakakauridze@gmail.com
პლატფორმა „ორბელიანი მეტი“
https://orbelianimeti.ge/product/ertad-dezinformatsiis-tsinaaghmdeg/3
თქვენი მხარდაჭერა ერთ ადამიანამდე მიიტანს ინფორმაციას, რომელსაც სხვა გზით ვერ მიიღებდა. ერთად გავაცოცხლოთ „საზოგადოება“!