დღეს საქართველოში შექმნილი ურთულესი ვითარების შეცვლას არაერთი საზოგადოებრივი, პროფესიული თუ პოლიტიკური ჯგუფის დაუღალავი ძალისხმევა მიემართება. ამასთან, პროცესში ჩართულ ყველა ექსპერტს, აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს ესმის, რომ შედეგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ამ ძალისხმევათა სინერგიას ექნება.
ამ პროცესის მხარდაჭერის მიზნით განსხვავებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი პარტნიორებთან ერთად აწყობს საზოგადოებრივ ფორუმს.
ფორუმი მიზნად ისახავს განსხვავებული ხედვების და გამოცდილებების გაზიარებას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ დიკუსიას და წაახალისოს მხარეებს შორის დიალოგისა და თანაქმედების მექანიზმების განვითარება. ფორუმის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაიგეგმა და სამ ძირითად ეტაპს აერთიანებს:
დეტალურად: https://www.sazogadoeba.org/