საზოგადოებრივი ასამბლეა არის დიალოგზე დაფუძნებული თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების აერთიანებს ასამბლეის მემორანუდმისა და ეთიკის კოდექსის გარშემო. იგი ერთმანეთთან აკავშირებს საზოგადოების ჯგუფებს ინფორმაციის ეფექტურად გაცვლისა და ურთიერთსასარგებლო ქმედებების და პროცესების გასამყარებლად, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ნაწილზე შეიქმნას საზოგადოებრივი ზემოქმედების ძლიერი და მიზანმიმართული მექანიზმი.
ასამბლეა უზრუნველყოფს თანამშრომლობით კავშირს საზოგადოების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.
მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურმა კრიზისმა ცხადი გახადა, რომ მის მშვიდობიანად და დროულად დასაძლევად აუცილებელია პოლიტიკური სისტემის ცვლილება. ამისათვის კი აუცილებელია ქმედითი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც იქნება ინკლუზიური, ღია და თანამშრომლობაზე ფოკუსირებული.
საზოგადოებრივი ასამბლეა არის ყველა ინტერეს ჯგუფსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის დამაკავშირებელი ხიდი. მას განასხვავებს თავისი ინკლუზიურობა და ღიაობა. ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლია მანიფესტზე ხელმომწერ ყველა ინტერეს ჯგუფს. ასამბლეა არ არის კონკურენციაში სხვა ნებისმიერ ინტერეს ჯგუფთან, არამედ შეუძლია მისთვის იყოს ხიდი და დააკავშიროს ფართო საზოგადოებას აქტუალური საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით.
სამბლეა არის თვითორგანიზებაზე დაფუძნებული, მოხალისეობრივი გაერთიანება. მას არ ყავს მმართველი ორგანო. ასამბლეის მოქმედების ჩარჩო განსზღვრულია მემორანდუმით, ეთიკის კოდექსითა და წესდებით.
თვითორგანიზებისა და მოხალისეობის პრინციპები უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას.
ასამბლეის მიზანია სუვერენიტეტი დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეებს და ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად საზოგადოებრივი ასამბლეას აქვს შემდეგი მიმართულებები:
მიმართულება 1: ეროვნული კონსოლიდაციისა და საზოგადოების თვითმობილიზაციის საფუძველზე, სამართლიანი არჩევნების ჩატარებითა და პოლიტიკური ტერორის დასრულებით პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი დაძლევა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების გრძელვადიანი, ეფექტური საზოგადოებრივი მექანიზმის განვითარება.
მიმართულება 2: საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მდგრადი და ინსტიტუციური წინაპირობების შექმნის ხელშეწყობა
მიმართულება 3: საზოგადოებრივი ჯგუფების თანამშრომლობის საფუძველზე ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, თანამედროვე საჯარო მმართველობის სისტემის მოდელებისა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავება
ვრცლად იხ.
საზოგადოებრივი ასამბლეა სახალხო პროტესტის საქმეს აგრძელებს და აძლიერებს მას კოორდინაციითა და ქუჩაში, პროტესტზე მდგომი ადამიანების ინტელექტუალური რესურსის გამოყენების ეფექტური მექანიზმის შექმნით. საზოგადოებრივი ასამბლეა წარმოგვიდგება როგორც სხვადასხვა ინტერეს ჯგიფების მარშების ერთმანეთთან დაკავშირება და პროტესტისთვის ინტელექტუალური, თვისებრივი განზომილების დამატება.
გარდა ამისა, ასამბლეას ექნება მობილური ადამიანური რესურსი. პროტესტში მონაწილება პირების ერთმანეთთან სწარაფად დაკავშირებისა და ინფორმირების მექანიზმი, რაც საჭიროების შემთხვევაში ადამიანების სწრაფ მობილიზებას უზრუნველყოფს.
ასამბლეა არის თვითორგანიზებაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პლატფორმა. მას არ ექნება სამართლებრივ ორგანიზაციული ფორმა და არ ეყოლება მმართველი ორგანოები.
ასამბლეა არ არის ორგანიზაცია, მოძრაობა ან პოლიტიკური პარტია, ალტერნატიული პარლამენტი ან ჩრდილოვანი მთავრობა. ის არის საზოგადოების ჯგუფებს შორის დამაკავშირებელი ხიდი.
ასამბლეას აარსებს საზოგადოებრივი ინტერეს-ჯგუფების ერთობლივი კრება - ეროვნული ყრილობა, რომელიც დააფუძნებს წარმომადგენლობით საზოგადოებრივ ასამბლეას.
ასამბლეის საინიციატივო ჯგუფი არის ტექნიკური ერთეული, რომელიც ეროვნული ყრილობის ორგანიზებას უძღვება. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან საზოგადოების ინტერეს-ჯგუფების.
საზოგადოებრივი ასამბლეის საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს ასამბლეის მანიფესტზე ხელმომწერ სხვადასხვა პროფესიული სფეროსა და ინტერეს ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთა მთავარი მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის.
ასამბლეაში გაერთიანება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს არსებული კრიზისის დაძლევაში და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
ასამბლეაში გასაწევრიაენებლად აუცილებელია ხელი მოაწეროთ საზოგადოებრივი ასამბლეის მემორანდუმს, შეურთდე რომელიმე ინტერეს-ჯგუფს, ან თემატურ სამუშაო ჯგუფს.
საზოგადოებრივი ასამბლეა კომპლექტდება წარმომადგენლობითობის პრინციპით. 100 პირით დაკომპლექტებულ ინტერეს-ჯგუფს აქვს ერთი ხმა (შესალებელია ხმა იყოს გაყოფლი ორ ადამიანზე).
ასამბლეა შედგება ორი პალატისგან:
წარმომადგენელთა დარბაზი/პალატა
რეგიონული დარბაზი/პალატა.
ასამბლეაში შეგიძლიათ ჩაერთოთ რამდენიმე ფორმით:
არსებულ ჯგუფთან შეერთება
ახალი ჯგუფის ინიცირება და წარმომადგენლებით ასამბლეაში გაწევრიანება
ინიცირებულ ჯგუფში შეერთება
არსებულ პროექტში (აქტივობაში) ჩართვა მონაწილედ
საკუთარი პროექტით მონაწილება
მიმართულების ასარჩევად და პროცესის დასაწყებად გადადით ამ ბმულზე.
ასამბლეაში ახალი ინტერეს-ჯგუფის ინიცირებისთვის გაეცანით კლუბის შექმნის პირობებსა და დამხმარე მასალებს (ბმული).
პირობებზე თანხმობის განცხადების შემდეგ შეასვებთ ინიცირების ფორმას და დაიწყებთ ჯგუფის ფორმირებისთვის მუშაობას.
ასამბლეის წევრები სურვილისამებრ დაგეხმარებიან ინფორმაციის გავრცელების გზებისა და მექანიზმებით. გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. თავიანთი ექსპერტიზის მიხედვით შემოგთავაზებენ დახმარებას.
საზოგადოებრივი ინტერე-ჯგუფების წარმომადგენლების გაერთიანება. უფლებამოსილია 1 წლის ვადით.
მუნიციპალური ასამბლეებიდან თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლების გაერთიანებება. უფლებამოსილია 1 წლის ვადით.
საზოგადოებრივი ასამბლეის დარბაზის წევრებს შეუძლიათ შექმნან კომისია, რათა ასამბლეაში დააინიცირონ მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი. აქტუალური საკითხის დაინიცირებისთვის აუცილებელია კომისია შედგებოდეს ასამბლეის წევრების 10%-ისგან მინიმუმ 5 ხმა.
სამუშაო ჯგუფები იქმნება კომისიების შეგინით აქტუალური საკითხის ირგვლის მუშაობის მიზნით. აუცილებელია სამუშაო ჯგუფში იყოს საზოგადოებრივი ასამბლეის მინიმუმ ერთი წევრი, თუმცა ასევე შესაძლებელია დაკომპლექტდეს ასამბლეის გარედან მოწვეული ექსპერტებით, დაინტერესებული პირებით და სხვა.
ასამბლეის წევრების 10% (მინიმუმ 5 ხმა) დააინიცირებს აქტუალურ საკითხს, რომლის გარშემოც შეიქმნება კომისია. ამის შემდეგ, კომისია დაიყოფა სამუშაო ჯგუფებად, რომლებიც ამ საკითხის სხვადასხვა ან იმავე მიმართულებაზე იმუშავებენ. მუშაობის პროცესში, ჯგუფებს შეეძლებათ მოიწვიონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დარგის ექსპერტები. ჯგუფის მუშაობის შედეგი დაუბრუნდება ასამბლეას განსახილველად და შესაბამისად მოხდება მისი რეკომენდირება საზოგადოებისთვის.
ასამბლეა ინკლუზიურობას უზრუნველყოფს თავისი ღიაობით. ერთადერთი წინაპირობა, რაც ასამბლეაში გაერთიანებისთვის არის საჭირო არის საზოგადოებრივი ასამბლეის მანიფესტის გაზიარება და ხელმოწერა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი ასამბლეა იძლევა მუდმივი გაფართოების შესაძლებლობას - პროცესი არის მოქნილი, მარტივი და ღია.
საზოგადოებრივ ასამბლეას ეყოლება დავების საბჭო, რომელიც მის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების მოგვარებას უზრუნველყოფს. დავების საბჭო შედგება საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე 12 წევრისაგან.
საზოგადოებრივი ასამბლეისთვის მნიშვნელოვანია ჩართულობა მთელი საქართველოს მასშტაბით. საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ავრცელებ სინფორმაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების მაქსიმალური ჩართულობა და მუნიციპალური დარბაზის ჩამოყალიბება.
პოლიტიკურ პარტიებს ასამბლეა აღიქვამს, როგორც პოლიტიკურ აქტორებს და საზოგადოების ნაწილს, რომლებსაც საზოგადოების რაღაც ნაწილმა ნდობა გამოუცხადა. შესაბამისად, პარტიებისთვის გამოყოფილია 1/5-მდე ქვოტა, როგორც ეს იყო 1917 წლის ეროვნული ყრილობის მოდელში.
ქვოტაში რომ პარტია მოხვდეს, აუცილებელია, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული და ხელს აწერენ საზოგადოებრივი ასამბლეის მემორანდუმს.
ასამბლეა არის თვითორგანიზების პრინციპზე დაფუძნებული გაერთიანება, რომლის ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს მისი მოქნილი მექანიზმი და თითოეული წევრის პასუხისგმებლობა.
ასამბლეაში გაერთიანება შესაძლებელია სხვადასხვა პასუხისმგებლობითა და ჩართულობის სიხშირით:
ინტერეს-ჯგუფის წევრი - მონაწილეობს ჯგუფის შიდა ხმის მიცემის პროცედურებში;
ინტერეს-ჯგუფის არჩეული წარმომადგენელი ასამბლეაში - არჩეულია ჯგუფის შიდა ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე 100 წევრის მიერ;
ინტერეს-ჯგუფთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება - მუშაობს ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობაზე
მხარდამჭერი - არ არის ინტერეს-ჯგუფის წევრი, თუმცა მხარს უჭერს ასამბლეის კონცეფციას.
შეგიძლიათ ასამბლეაში იყოთ სათათბირო ხმით, რაც ნიშნავს, რომ თქვენი როგორც ინდივიდის მონაწილეობა ასამბეილს მუშაობაში მნიშვნელოვანია, თუმცა არ წარმოადგენთ ინტერეს ჯგუფს.
საზოგადოებრივი ასამბლეა კომპლექტდება წარმომადგენლობითობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ აქტიურ ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი წარმომადგენელი. მინ. 100 პირისგან შემდგარ ინტერეს ჯგუფს აქვს 1 ხმა.
ასამბლეის სანდოონის ყველაზე დიდი გარანტი მისი საზოგადოებრივი და წარმომადგენლობითი ხასიათია. ასამბლეის წევრები გაერთიანებულები არიან დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზნით არსებული სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
საზოგადოებრივი ასამბლეის სანდოობას განაპირობებს მისი თვითორგანიზებული, მოხალისეობრივი ხასიათი. მოხალისეობრივი ჩართვა გამორიცხავს მიკერძოებულობას და მოსყიდულობას.
გარდა ამისა, ასამბლეა აქვს განსაზღვრული ჩარჩო მანიფესტისა და ეთიკის კოდექსის სახით, რომელთა კეთილსინდისიერ შესრულებას დავების საბჭო უზრუნველყოფს.
ასამბლეის ყველაზე დიდი რესურსი სწორედ მისი წევრებია. ასამბლეის წევრების წარმომადგენლობითობა და მათი ინტელექტუალური რესურსი არის მისი ქმედითობის გარანტი.