საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის წევრები მუშაობენ:
(1) საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხების გააქტიურებაზე;
(2) კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის ინტეგრაციაზე ქვეყნის განვითარების საერთო სტრატეგიაში;
(3) ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის სფეროში;
(4) კულტურული იდენტობის, მრავალფეროვნებისა და ისტორიული მეხსიერების დაცვის ხელშეწყობაზე;
(5) მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების ჩართულობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, როგორც საერთო ეროვნული პასუხისმგებლობის სფეროში.
ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს ასამბლეის მიზნებს და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
👉 გასაწევრიანებლად, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.
კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი საკითხები კრიზისიდან გამოსვლისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გარდამავალ პერიოდში
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური და საქართველოს კონსტიტუციის მე-20/4 მუხლით გამყარებული უფლებაა, რომელიც ილახება კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში დღეს არსებული გამოწვევებით.
ეს გამოწვევები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
ზოგადი გამოწვევები
სისტემური ხასიათის გამოწვევები
კონიუნქტურული ხასიათის / დღევანდელი ვითარებით განპირობებული გამოწვევები
ცალკე პრობლემად უნდა გამოიკვეთოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის «მართვის » საკითხები, რომლებიც ყველა სახის გამოწვევას აერთიანებს.
3 აგვისტო, 2026 წელი
განცხადება ნავთლუღში მდებარე სილოსთან დაკავშირებით. სილო არ უნდა დაინგრეს!
ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაუშვებლად მივიჩნევთ ჩვენი დედაქალაქის ტიპოლოგიური მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. ინდუსტრიული მემკვიდრეობაც ამ საგანძურის განუყოფელი ნაწილია და, შესაამისად, დასაცავი და შესანარჩუნებელი ფასეულობაა.
18 ივლისი, 2026 წელი
განცხადება უშგულში, ლამარიას ტაძრის მიმდებარედ მიმდინარე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით
უშგული წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლების უნიკალურ ნიმუშს. მის შემადგენლობაში შემავალი სოფლები ზემო სვანეთის შუა საუკუნეების სამშენებლო ხელოვნების უმაღლესი გამოხატულებაა. საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების მრავალფეროვანი ტიპოლოგია, საკულტო არქიტექტურასა და ბუნებრივ გარემოსთან ერთად, ქმნის უშგულის გამორჩეულ კულტურულ-ისტორიულ ლანდშაფტს.
3 ივლისი, 2026 წელი
განცხადება ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით
ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაუშვებლად მივიჩნევთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში არსებულ პრობლემებს ეწირებოდეს ჩვენი უნიკალური ძეგლები, ჩვენი ისტორიის ჯერ კიდევ საკვლევი ფურცლები...
22 მაისი, 2026 წელი
განცხადება საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ
საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი, საზოგადოებრივი ასამბლეის გარემოს დაცვის ჯგუფი, მცხეთის საზოგადოებრივი ასამბლეა, ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
30 ივლისი, 2025 წელი