21 აგვისტო, 2026
შეხვედრა გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით
ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეის ინიატივით 21 აგვისტოს შედგა საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფისა და ქუთაისის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრების ონლაინ შეხვედრა.
მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ასამბლეის პროფესიონალმა წევრებმა გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გელათის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მიმდინარე სამუშაო პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრას წინ უძღოდა საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის განცხადება საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისმდგომარეობის შესახებ, რომელიც 2026 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა საზოგადოებრივი ასამბლეის ვებ. გვერდზე. განცხადებაში აღნიშნულია « განსაკუთრებულშეშფოთებას იწვევს გელათის მონასტერში მიმდინარემრავალწლიანი კრიზისი, რომელიც უკავშირდებაარასათანადოდ დაგეგმილ და განხორციელებულსარეაბილიტაციო სამუშაოებს, რამაც სერიოზული ზიანიმიაყენა ძეგლის ავთენტიკურობასა და მთლიანობას. შემდგომი დაზიანების საფრთხე კვლავაც დიდია. მიუხედავად მრავალწლიანი საერთაშორისოჩართულობისა, გელათის შემთხვევაში კვლავ ნათლადჩანს კულტურული მემკვიდრეობის დარგის სისტემურიგამართვის პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური სისუსტე, პროფესიული სტანდარტებისუგულებელყოფა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა».
სწორედ ამ კრიტიკულ საკითხებზე მსჯელობის შედეგად შეხვედრის მონაწილეები შეჯერდნენ დამატებითი ინფორმაციის გაცნობის საჭიროებაზე. დაიგეგმა შეხვედრა “აი ფაქტის” ქუთაისის წარმომადგენლობასთან - გამომძიებელ ჟურნალისტებთან, რომელსაც ბევრი უმუშავია გელათის თემატიკაზე.