ინიციატივის სახელწოდება: კონსტიტუციის მოდელები
საკონტაქტო პირი და ელფოსტა: დავით კიზირია, david.kiziria@gmail.com; ვასილ ცისკარიშვილი, vasmariam@gmail.com
სტატუსი: მიმდინარე
საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ დაიწყო მუშაობა კონსტიტუციური მოწყობის რეფორმაზე. ინიციატივის მიზანია დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის საჭირო მოდელების თანაშექმნა. პროცესი მოიცავს მრგვალი მაგიდების, კონფერენციებისა და სამუშაო ჯგუფების ეტაპობრივ ციკლს, რომელიც დაფარავს ძალაუფლების განაწილების თემებს — კონსტიტუციური ბალანსი, დეცენტრალიზაცია, ცენტრალური ხელისუფლების მოწყობა, მართლმსაჯულება და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. თითოეული ეტაპი ითვალისწინებს განსხვავებული მოდელების განხილვას, დოკუმენტების შექმნას და ღია საჯარო დისკუსიებს, რაც ხელს შეუწყობს ფართო მოქალაქეობრივი ჩართულობით გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების საფუძვლების ჩამოყალიბებას.