საზოგადოებრივი ასამბლეა ესწრაფვის ხელი შეეწყოს საქართველოს, როგორც მდგრადი დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა განსხვავებულობის, მულტი-იდენტობის საფუძველზე თვითრეალიზაციას, სრულფასოვან, ინკლუზიურ განვითარებას და იმავდროულად, არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და აქტორი გლობალური მასშტაბით
მშვიდობიანი გზით პოლიტიკური კრიზისების პერმანენტული ციკლიდან გამოსვლა, ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს.
ამოცანა: სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და პროტესტების დროს პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების განთავისუფლების ხელშეწყოფა.
შედეგი: საზოგადოებრივი ასამბლეის მხარდაჭერით შექმნილია საზოგადოებრივი თვითმობილიზაციის მექანიზმი, რომელიც სხვადასხვა ტიპის მშვიდობიანი საპროტეტსტო აქტივობების გზით, უწყვეტად უზურნველყოფს რეჟიმზე ზეწოლას, რათა აიძულოს შექმნას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო გარემო, მ.შ. გაანთავისუფლოს დაკავებულები და დანიშნოს არჩევნები.
ამოცანა: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების თვითმობილიზაციისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ეფექტური და მდგრადი მექანიზმების განვითარება.
შედეგი: ფუნქციონირებს მულტი-აქტორული საზოგადოებრივი ასამბლეა, რომელიც ხელს უწყობს ახალი საზოგადოებრივი აქტორების (ჯგუფები, მედია პლატფორმები...) ფორმირებას და მათ შორის ეფექტურ, მრავალფეროვან ურთიერთქმედებებს.
ამოცანა: ევროკავშირთან ინტეგრაცია და გაწევრიანებისათვის მდგრადი და ინსტიტუციური წინაპირობების შექმნის ხელშეწყობა.
შედეგი: საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფების აქტიური მონაწილეობის საფუძველზე, საზოგადოებრივი ასაბლეის მხარდაჭერით, შექმნილია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო რეფორმების, საკანანომდებლო ცვლილებების სამუშაო პროექტები.
ამოცანა: კონსტიტუციური მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების ბალანსს - გამორიცხავს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წერტილში და უზრუნველყოფს მოქალაქეთა/მოქალაქეთა ჯგუფების კონსტიტუციურ უფლებებს.
შედეგი: საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების რეალური და ფართო ჩართულობის საფუძველზე, საზოგადოებრივი ასაბლეის მონაწილეობით, შექმნილია საკონსტიტუციო მოდელის სამუშაო დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ძალაუფლების ბალანსს - გამორიცხავს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წერტილში და უზრუნველყოფს მოქალაქეთა/მოქალაქეთა ჯგუფების კონსტიტუციურ უფლებებს.
ამოცანა: საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და სტრატეგიული (მ.შ. სექტორული განვითარების ხედვების ფორმირების ხელშეწყობა.
შედეგი: საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის რეალური და ფართო მონაწილეობის საფუძველზე, საზოგადოებრივი ასაბლეის მონაწილეობით, შექმნილია საქართველოს გრძერლვადიანი განვითარების, მ.შ. სექტორალური პოლიტიკების, რეფორმების, და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლლილებების სამუშაო დოკუმენტები, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის მიდგომებს