მემორანდუმი

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის 

მემორანდუმი

სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი - ყოველდღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.

არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.


ზემოთქმულიდან გამომდინარე,
ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები:


მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის - საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას - გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.

გზა 1 - ჯგუფში გაწევრიანება ან ინიცირება

დაეხმარეთ თქვენს სფეროს ან ჯგუფს წარმომადგენლების არჩევაში.

გზა 2 - აქტივობებში ჩართვა

ჩაერთეთ მიმდინარე აქტივობებში ან დააინიცირეთ საკუთარი.