ძალა ერთობაშია!
3 აგვისტო, 2026 წელი
განცხადება ნავთლუღში მდებარე სილოსთან დაკავშირებით. სილო არ უნდა დაინგრეს!
ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაუშვებლად მივიჩნევთ ჩვენი დედაქალაქის ტიპოლოგიური მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. ინდუსტრიული მემკვიდრეობაც ამ საგანძურის განუყოფელი ნაწილია და, შესაამისად, დასაცავი და შესანარჩუნებელი ფასეულობაა.
18 ივლისი, 2026 წელი
განცხადება უშგულში, ლამარიას ტაძრის მიმდებარედ მიმდინარე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით
უშგული წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლების უნიკალურ ნიმუშს. მის შემადგენლობაში შემავალი სოფლები ზემო სვანეთის შუა საუკუნეების სამშენებლო ხელოვნების უმაღლესი გამოხატულებაა. საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების მრავალფეროვანი ტიპოლოგია, საკულტო არქიტექტურასა და ბუნებრივ გარემოსთან ერთად, ქმნის უშგულის გამორჩეულ კულტურულ-ისტორიულ ლანდშაფტს.
ასამბლეის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
არჩევნები და დამკვირვებლები
სამართლიანი პირობები და დამკვირვებელთა ქსელი საპარლამენტო არჩევნებისათვის
საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების ინიციატივა
საზოგადოებრივი ფორუმი 2025
განსხვავებული ხედვები და გამოცდილებები, სიღრმისეული დიკუსია, თანაქმედების მექანიზმების განვითარება
ასამბლეის აშშ ემიგრანტების ჯგუფის (GeoVoice USA) ინიციატივა
კონსტიტუციური მოდელები
კონსტიტუციური მოწყობის რეფორმაზე. ინიციატივის მიზანია დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის საჭირო მოდელების თანაშექმნა.
მცხეთის საზოგადოებრივი ინიციატივა
მედია-პლატფორმა - საზოგადოება მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს სანდო და ხელმისაწვდომ ინფორმაციის მიწოდება.
საზოგადოებამ უკვე აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე. ვმოქმედებთ, მაგრამ საჭიროა მეტი სტუქტურირება.
ქვეყნის მშვიდობიანად დასაბრუნებლად აუცილებელია საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის კოორდინაცია. ათიათასობით ადამიანი ერთმანეთთან პირისპირ კომუნიკაციას ვერ შეძლებს, საჭიროა წარმომადგენლების გამოყოფა, რომლებიც იმუშავებენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დააკავშირებლად.
ასამბლეა სწორედ ასეთი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების კრებაა.
ის ქსელია, ფორუმი, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ბმულზე იხილეთ დეტალური ინფორმაცაია.
რა იქნება შემდეგ, უკვე უნდა დავგეგმოთ. ზოგიერთ წარმომადგენელს და ჯგუფს უკვე შეუძლია იმუშაოს სამართლიანი არჩევნების მოდელებზე, ევროკავშირის მოთხოვნებსა და დეცენტრალიზებული, ხელახალი უზურპაციისგან დამზღვევი სახელმწიფო სისტემის წინასწარ შემუშავებაზე.
შექმენით ახალი ჯგუფი საქმიანობის, პრეფესიის, საერთო საკითხის ან მიზნის გარშემო.
შეუერთდით ჯგუფს, რომელიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს და მხარი დაუჭირეთ მის საქმიანობას.
ჩაერთეთ დამოუკიდებლად და მონაწილეობა მიიღეთ ინიციატივებში მიმართულებების მიხედვით.